საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში, ვახტანგ გომელაური გერმანიის ფედერალურ შინაგან საქმეთა მინისტრს - ნენსი ფეზერს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არალეგალური მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე, ასევე, ამ კუთხით პოლიციის ატაშეების როლზე.
გერმანულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ევროკავშირთან რეადმისიის შეთანხმების იმპლემენტაციას. ამასთანავე, დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები და მიმდინარე რეფორმები, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გამოწვევებზე საპასუხოდ განხორციელდა. შეხვედრაზე გერმანულმა მხარემ სურვილი გამოთქვა, შეიქმნას ორმხრივი სამუშაო ჯგუფები, რათა სხვადასხვა პროფესიის მქონე საქართველოს მოქალაქეებს დამატებით მიეცეთ გერმანიაში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის პრეზიდენტს - ჰოლგერ მიუნხს.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ნაყოფიერი თანამშრომლობა მიმოიხილეს და ბოლო პერიოდში განხორციელებული ერთობლივი ოპერაციები დადებითად შეაფასეს.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დღეს დასრულდა.
ვახტანგ გომელაური გერმანიის ფედერალურ შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
აზერბაიჯანი - საქართველოს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ „საპრეზიდენტო არჩევნებს” და მის შედეგებს არ ვაღიარებთ
პაპუაშვილი ბრიუსელში - „იმედი გვაქვს, გვექნება შესაძლებლობა აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტებთან“
ევროსაბჭო პოლიტიკური განცხადებების და ფინანსური აუდიტის პასუხად - „ბახმაროში სემინარი ჩატარდა სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რაც მთავრობასთან კონსულტაციებით მომზადდა“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - „ხალხის ძალას” 2026 წლის აგვისტოს ჩათვლით 28 შემწირველმა 861,750 ლარი გადაურიცხა, მათ შორის 21 ისეთი პირია, ვინც მანამდე „ქართულ ოცნებას” 1,969,169 ლარი შესწირა, 3 კი დღემდე აგრძელებს ორივე პარტიის დაფინანსებას
ირაკლი კობახიძე - „ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული, ამ პროცესის მნიშვნელოვან ნაწილად კი რჩება საერთაშორისო მხარდაჭერა“