რუსებს შორის ყველაზე პოპულარული ქვეყანა უძრავი ქონების შესაძენად არაბთა გაერთიანებული საამიროებია. სადაც უძრავ ქონებაზე მოთხოვნა წელიწადში 1.5-ჯერ გაიზარდა. მეორე ადგილი საბერძნეთმა და თურქეთმა გაინაწილეს, მესამეზე - ესპანეთია. ათეულშია საქართველო, იტალია და საფრანგეთიც. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია Tranio-ს ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს

უძრავი ქონების შეძენის ერთ-ერთი მთავარი მიზანი რეზიდენტის სტატუსის მოპოვებაა. ყველა ეს ქვეყანა გრძელვადიან მუდმივ ბინადრობს ან მოქალაქეობას გვთავაზობს. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რუსებს ბინადრობის მოწმობას 10 წლით აძლევენ.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ ასეთ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა უახლოეს მომავალში კიდევ გაიზრდება.

დღეს რუსებისთვის ყველაზე პოპულარული მიმართულებები უძრავი ქონების შესაძენად - კვიპროსი, თურქეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროებია. ამ ქვეყნებზე ტრანზაქციების დაახლოებით 70% მოდის.

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში რუსები უძრავ ქონებაზე საშუალოდ 250 000 ევროს ხარჯავენ, ევროპაში - 300 000 ევროს, თურქეთში 160 000 ევროს.

მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს თურქულ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა 50%-ით დაეცა, გასულ წელს რუსებმა თურქეთში უძრავი ქონების შეძენის ყველა რეკორდი მოხსნეს.

უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ევროპაშიც იზრდება. რუსები ესპანეთის აქტივების შესაძენად საშუალოდ 300 000 ევროს ხარჯავენ, რაც ქვეყანაში ბინადრობის ნებართვის მიღების უფლებას სამი წლით უზრუნველყოფს.

ამასთან ერთად, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, საცხოვრებელი უძრავი ქონების ღირებულება 12%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე დაახლოებით $430-ია.

რუსებისგან უძრავი ქონების შესაძენად ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის არის ასევე საქართველო, იტალია და საფრანგეთი. აზიურ მიმართულებებზე მოთხოვნაც სწრაფად იზრდება. მათ  შორის - ინდონეზიაში - 75%-ით, ხოლო ტაილანდში საცხოვრებლის მიმართ ინტერესი გაორმაგებულია.