პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, შოვში არც სტიქიამდე და არც სტიქიის დღეს წყლის დონის მატება არ ყოფილა.
მისი თქმით, წყლის დონესთან დაკავშირებით გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაცია საფუძველს მოკლებულია, რადგან წყალმზომებს ცვლილებები არ დაუფიქსირებია.
„გაირკვა, რომ ეს ყველაფერი იყო სპეკულაციები, ერთი მარტივი მიზეზის გამო: რეალურად, წყლის დონე წყალმზომებით იზომება და არც წინა დღეების განმავლობაში, არც იმ დღეს, თუ არ ჩავთვლით უშუალოდ სტიქიის წუთებს, არ დაფიქსირებულა წყლის დონის არც მატება, არც კლება, რაც შეიძლებოდა რაციონალური დასკვნის გამოტანის საფუძველი გამხდარიყო. შესაბამისად, ამაზეც მოვისმინეთ სპეკულაციები, დანარჩენს იტყვიან კომპეტენტური პირები“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.