ტრამპმა მთავრობის ახალ ადმინისტრაციაში უკვე 9 მილიარდერი შეკრიბა, მათ შორის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი - ილონ მასკი. უახლესი მოწვევა კი ტომას ბარაკ უმცროსს გაეგზავნა. ბარაკი თურქეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად იმუშავებს. იგი საინვესტიციო კომპანია Colony Capital-ის ხელმძღვანელია და Forbes-ის შეფასებით, 1 მილიარდი აშშ დოლარის ქონებას ფლობს.
„მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ტომ ბარაკი გახდება ჩვენი ახალი ელჩი თურქეთში,“ — დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში Truth Social. რესპუბლიკელმა ლიდერმა აღნიშნა, რომ ბარაკი „სამი ათწლეულის განმავლობაში წარმატებით მართავდა კერძო საინვესტიციო კომპანიას.“
77 წლის ბარაკი ტრამპის მთავარი მრჩეველი იყო 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს. 2021 წელს იგი ბრალდებული იყო არაბთა გაერთიანებული საამიროების ინტერესების ლობირებაში, თუმცა საბოლოოდ გაამართლეს. ამ საქმეში ბარაკმა 250 მილიონი დოლარის ოდენობის გირაო გადაიხადა.