„თუ თქვენ წარმოადგენთ თქვენს ხალხს, თქვენ ვერ იქნებით პირდაპირი ფრენის წინააღმდეგი, იმის გათვალისწინებით თუ რა რაოდენობის მოქალაქეები და ოჯახები ცხოვრობენ ამ ორ ქვეყანაში ერთდროულად“, - ეს კომენტარი  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ თავის ტელეგრამ-არხზე გააკეთა.


მისი თქმით, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა გააკრიტიკა და ეს პარლამენტში დაპირისპირების მიზეზიც გახდა.

შეგახსენებთ, რომ პირველი რეისი რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით 19 მაისს განხორციელდა, რასაც თბილისის აეროპორტში საპროტესტო აქციები მოჰყვა.


ავიაემბარგოს მოხსნის შესახებ განკარგულება პუტინმა 10 მაისს გასცა.