საქართველოში ორმა უმსხვილესმა ბანკმა, თიბისიმ და საქართველოს ბანკმა, ძალადობრივ ორგანიზაცია ალტ-ინფოს ანგარიშები დაუბლოკა. ბანკების მიერ ალტ-ინფოს ანგარიშის დაბლოკვის შესახებ ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა სოციალურ ქსელში დაწერა. ამასთან, „პუბლიკა“ ანგარიშების დაბლოკვაზე ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
Pride-ფესტივალის ჩასაშლელად ძალადობრივი ჯგუფები თანხას აგროვებდნენ რეგიონებიდან ხალხის ჩამოსაყვანად და ძალადობის დასაორგანიზებლად.
მათ ანგარიშის ნომრები სოციალურ ქსელში რამდენიმე კვირის წინ გაავრცელეს.