რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, არტურ მურადიანის განცხადებით, საქართველოში ფრენები ამ ეტაპზე ძალიან ძვირია.
მისი თქმით, ტურისტულ დღის წესრიგში საქართველოს გამოჩენა მოულოდნელი იყო და ეს მიმართულება, ავიაგადაზიდვების მოცულობის გაფართოების პირობებში, შეუძლია ზაფხულის ბოლომდე ტურისტული მიმართულების ტოპ 5-შიც კი მოხვდეს. თუმცა როგორც მურადიანი ამბობს, ჯერჯერობით საქართველოში მოგზაურობაზე მოთხოვნა მუხრუჭდება საქართველოს ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლის გამო.
„რუსი ტურისტები ფსიქოლოგიურად ძალიან მგრძნობიარეები არიან ასეთი გამოვლინებების მიმართ, არავის სურს აეროპორტში საწყენი სიტყვების მოსმენა. ამიტომ ჯერჯერობით საქართველოზე მოთხოვნა დამუხრუჭდება, გარდა ამისა, საქართველო ფრენები ახლა ძალიან ძვირია, თუმცა დამაკავშირებელი ფრენების ფასებმა კლება დაიწყო“, - განაცხადა არტურ მურადიანმა.