გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის მიერ ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ'' კანონზე ვეტოს დადებას ეხმაურება.

,,​პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უცხოელი აგენტების კანონს ვეტო დაადო. საქართველოს ძვირფასო მთავრობავ, მოდი გამოვიყენოთ შანსი. არ არის გვიანი აირჩიოთ ევროპა რუსეთის ნაცვლად'', - აღნიშნავს მიხაელ როთი.