საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა ტრადიციულად საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

ბაქო „ჰეიდარ ალიევის ცენტრი“

სან ფრანცისკო, მერიის შენობა

ვაშინგტონი, ფრედერიკ დაგლასის სახელობის ხიდი

ირლანდია, დუბლინის ღირსშესანიშნაობა

სტამბოლი ფათიჰ სულთან მეჰმეთის ხიდი

ევროპის საბჭოს შენობა

შვეიცარია, ბერნის მერიის შენობა