საკმაოდ მძიმე სანქციებია. პრეზიდენტის, “აღმასრულებელი ბრძანება” , რომლის ქვეშაც მოხვდა ივანიშვილი, ის ეხება რეალურად რუსეთის გავლენის აგენტებს, - ამბობს “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
ის დარწმუნებულია, რომ სანქციები გაგრძელდება.
“როგორც წესი, ამერიკა იწყებს ხოლმე და შემდეგ მიჰყვებიან სხვა ქვეყნები, ან ბრიტანეთი იწყებს ხოლმე და სხვა ქვეყნები მოყვებიან, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ისე მოხდა, რომ სხვა ქვეყნებმაც დაიწყეს სხვადასხვა ტიპის სანქციები. სანქციები არის უკვე ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, უკრაინიდან, ბრიტანეთიდან, ამერიკიდანაც დიდი ხანია დაიწყო. სანქციები გაგრძელდება, მათ შორის ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვადასხვა ქვეყნები ამ სანქციების სხვადასხვა ვერსიებს განიხილავენ. რა, როგორ იქნება, რა ტიპის სანქციები იქნება, ვის შეეხება, ზუსტად არ ვიცით, არ გვაქვს ინფორმაცია.
საკმაოდ მძიმე სანქციებია. პრეზიდენტის, “აღმასრულებელი ბრძანება” , რომლის ქვეშაც მოხდა ივანიშვილი, ის ეხება რეალურად რუსეთის აგენტებს, რუსეთის გავლენის აგენტებს, სათაურიც კი ასეთი აქვს “რუსეთის საზიანო საგარეო გავლენასთან დაკავშირებული აღმასრულებელი ბრძანება”. ერთადერთი არის ის, რომ გარკვეული გამონაკლისები აქვთ დაშვებული კონკრეტულად ივანიშვილისთვის. მე რამდენადაც წავიკითხე და გავიგე ჯერჯერობით არ ეხებიან მის გარკვეულ კომპანიებს და მისი ოჯახის წევრებს. ანუ მთლად ისეც არ წერია, რომ არ ეხებიან იმიტომ, რომ თუ მოინდომებენ შეუძლიათ ეგრევე შეეხონ, თუმცა გამონაკლისებში რაღაც ასეთი არის, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ სერიოზული რისკის ქვეშ არის ყველა ის აქტი, რომელიც მის სახელზეა და ერთი ნაბიჯიც არა, მესამედი ნაბიჯი აქვს დარჩენილი, რომ საერთოდ ყველაფერს შეეხონ, რასაც მისი ოჯახის წევრები ან თვითონ ფლობს ან მისი კომპანიები ფლობენ”, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.