რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტოასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ჰიბრიდული ოპერაციების შესახებ ისაუბრა.

„მოლდოვა ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც ამ გამოწვევების წინაშე დგას. მსგავს ზეწოლას ევროპის მასშტაბით ვხედავთ. ვამაყობ, რადგან შემიძლია ვთქვა, რომ მოლდოვამ ამ ორწლიან თავდასხმას მთელი საზოგადოების ძალისხმევის შედეგად თავი გაართვა. ჩვენმა მოქალაქეებმა დაამტკიცეს თავიანთი ერთგულება მშვიდობის, ევროპისა და დემოკრატიის მიმართ“, - განაცხადა მაია სანდუმ.

მისი თქმით, „რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა, ომის შიშის იარაღად გამოყენებით“.

www.interpressnews.ge