ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში ახალი ელჩი დანიშნა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებაშია ნათქვამი.

„დაინიშნოს მიხაილო ბროდოვიჩი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად“, - წერია უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებაში.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მიხაილო ბროდოვიჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ სამსახურში 1996 წლიდან მუშაობს. ბროდოვიჩი 2015–2022 წლებში სლოვენიაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო.