დონბასის რეგიონიდან უკრაინის გასვლა მშვიდობისკენ მიმავალი გზაა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი აცხადებს.
როგორც დმიტრიევი სოციალურ ქსელში წერს, ეს გზა არის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის გასაღები.
„დონბასიდან გასვლა კიევისთვის მშვიდობისკენ მიმავალი გზაა“, – წერს დმიტრიევი.
ამასთან, დმიტრიევმა გააზიარა „ფაინენშალ თაიმსის“ მასალა, სადაც საუბარია, რომ უკრაინისთვის აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები დამოკიდებულია იმაზე, დაეთანხმება თუ არა უკრაინა ჯარების გაყვანას კიევის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან დონბასში.
1tv.ge