რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი აცხადებს, რომ იანვარში რუსეთმა უკრაინაში 500 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიკავეს.
მისივე ცნობით, მიმდინარე თვეს რუსულმა ძალებმა უკრაინაში სულ 17 დასახლებული პუნქტი აიღეს.
„ჯარები ყველა მიმართულებით აგრძელებენ წინსვლას. იანვრის დასაწყისიდან 17 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა და ჩვენი კონტროლის ქვეშ 500 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია მოექცა“, – განაცხადა გერასიმოვმა.
ამასთან, მისივე თქმით, რუსულმა დანაყოფებმა ქალაქი კუპიანსკ-უზლოვაია დაიკავეს.
გერასიმოვმა ასევე აღნიშნა, რომ კუპიანსკის მახლობლად უკრაინის შეიარაღებული ძალების 800-მდე სამხედრო ალყაშია მოქცეული.
1tv.ge