საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პაპუნა ჯანელიძე ეუთოში 17 ქვეყნის სახელით საქართველოზე გაკეთებული განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი მოსაზრებით, ამ განცხადებით მკაფიოდ გამოიკვეთა დასავლეთის პოზიცია.
"დღეს, ეუთო-ში ნიდერლანდების წარმომადგენელმა 17 ქვეყნის სახელით გააკეთაგანცხადება საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ამ განცხადებით მკაფიოდ გამოიკვეთა დასავლეთის პოზიცია:
- არ აღიარებენ საქართველოს დე-ფაქტო მთავრობას. მოხსენიებულია მხოლოდ “ქართული ოცნება” და საქართველო;
- პროტესტს აღიარებენ კანონიერად და მშვიდობიანად, და მოითხოვენ დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას;
- პროტესტის საწინააღმდეგო ქმედებები შეფასებულია, როგორც ძალადობრივი რეპრესიები და პასუხისმგებლობას აკისრებენ “ქართულ ოცნებას”.
განცხადებას უერთდება: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ბელგია, კანადა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი და შვედეთი", - წერს პაპუნა ჯანელიძე.