კრემლის პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის თქმით, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შემხედვარე „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს უხარიათ მათ მიერ გაკეთებული არჩევანი.
„ქართველები ალბათ ახლა უყურებენ, როგორ ანადგურებს ტრამპი ზელენსკის და უხარიათ: რა ყოჩაღები ვართ, რომ ქართულ ოცნებას დავუჭირეთ მხარი.
უხარიათ, რომ მასკის მიერ განადგურებული USAID-ის ლაქიების არ აჰყვნენ, რომლებიც თბილისის ქუჩებში ცოფებს ყრიან და არ დარჩნენ გარდაუვალი კრახის მხარეს. გადაარჩინეს ქვეყანა“, – წერს დუგინი.