ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი „ტვიტერის“ გვერდზე საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის, მიერ გაკეთებულ კომენტარს ავრცელებს, სადაც ამერიკელი დიპლომატი ბათუმში საკრუიზო ლაინერ ასტორიას შემოსვლის საწინააღმდეგო აქციაზე საუბრობს.
ყოფილი კონგრესმენი ამ ვიდეოს ეხმაურება კომენტარით: „მე როგორც ადამიანი, რომელსაც ერთ დროს ჰქონდა ახლო ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან, დამწუხრებული ვარ, რადგანაც როგორც დღეს ჩანს, ისინი (საქართველოს მთავრობა) მიიჩქარიან ავტორიტარიზმისკენ და ვერ ამართლებენ საკუთარი ხალხის მოლოდინს. ქართველ ხალხს ორი არჩევანი აქვს – ან შეეგუოს რუსულ სახელმწიფოდ ყოფნას, ან მათ სჭირდებათ ახალი მთავრობა“, – წერს კინზინგერი.