Statista Market Insights-ის მონაცემებით, მსოფლიოში სამკაულების სამი უდიდესი ბაზარია: ჩინეთი, ინდოეთი და აშშ. 2025 წელს ჩინეთმა $119.9 მილიარდის მოცულობის შემოსავალი გამოიმუშავა, ინდოეთმა – $93 მილიარდის, ხოლო ამერიკამ $78.9 მილიარდის. გლობალურად სამკაულების ბაზარმა დაახლოებით $388.9 მილიარდი შეადგინა.
მსოფლიოს ოქროს საბჭოს ანალიზი ოქროს სამკაულების მოთხოვნის მხრივ მსგავს სურათს ხატავს: ინდოეთი პირველია – 430.5 ტონა გასულ წელს, ჩინეთი მეორეა – 360.1 ტონა, ამერიკა კი მესამე – 117.3 ტონა. თუმცა სამივე ქვეყანაში მოთხოვნა 2024 წელთან შედარებით შემცირდა – ძირითადად ოქროზე ფასების ზრდის გამო.
გარკვეულწილად განსხვავებული სურათი ჩნდება მოსახლეობაზე გათვლილი ხარჯების მხრივ. აქ ამერიკა ლიდერობს – ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ $299.51 გასულ წელს, ჩინეთში ეს მაჩვენებელი $83.7-ია, დიდ ბრიტანეთში – $76.98, ინდოეთში კი – $63.96.