30 აპრილის ვაჭრობის შედეგად ლარის კურსი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6916 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.0004 ლარით გამყარდა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით 0.0001 ლარით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1500 ლარი გახდა.