აშშ-ს ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.
„ქართული ოცნება პუტინიზმს უკვე აღარ მალავს. ივანიშვილისა და სხვების სანქცირების დროა. მათ ქვეყანა წარუმატებლობის გზაზე წაიყვანეს.
ღარიბაშვილი ამის თქმით სხვისი გავლენის ქვეშ არის... და ეს არ არის ქართველი ხალხი“, - აღნიშნა კინზინგერმა.
ბრატისლავაში გამართულ უსაფრთხოების ფორუმზე, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, არის უკრაინის სურვილი, გახდეს NATO-ს წევრი.