ვლადიმერ პუტინი თავისი გარემოცვით არაადეკვატური ადამიანია, რომელიც ფულს მარცვლეულის გარიგების დაბლოკვით შოულობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრაზილიურ „გლობალ ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმების“ დაბლოკვა რუსულ მარცვლეულზე ფასების ზრდას გამოიწვევს.

„ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოს გადარჩენაზე, შიმშილზე, რეალურ სოციალურ ქაოსზე, რაც შეიძლება, გამოწვეული იყოს აგროინდუსტრიული პროდუქტის მიუწოდებლობით. მისთვის ეს ზეწოლაა. პირველ რიგში, ეს არის ფული“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.