ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოსათვის ამ გადამწყვეტ მომენტში, თქვენი ურყევი მხარდაჭერა ფასდაუდებელია , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
„მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან, საქართველოს დიდი ხნის მეგობარსა და მოკავშირესთან. ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოსათვის ამ გადამწყვეტ მომენტში, თქვენი ურყევი მხარდაჭერა ფასდაუდებელია.
ლიეტუვა ყოველთვის მტკიცედ იდგა საქართველოს გვერდით, მადლობა თქვენი მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის”, - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე.