„საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ოფშორების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. 

აღნიშნული კანონით ოფშორიდან აქტივების საქართველოში გადმოტანის შემთხვევაში პირი 4 წლის განმავლობაში ყველანაირი გადასახადისგან გათავისუფლდება. 

შესაბამისი კანონპროექტი 17 აპრილს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პაატა კვიჟინაძემ წარადგინა და ის პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა.