უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„დღეს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. მე მივესალმები ქართველ ხალხს და ვუსურვებ მათ, რომ ჩვენთან და სხვა ყველა ევროპულ ერთან ერთად იყვნენ თავისუფალ, მშვიდობიან და ერთიან ევროპულ ოჯახში. ამას ვუსურვებ მთელ საქართველოს და თქვენი ქვეყნის იმ ნაწილებს, რომლებიც ჯერ კიდევ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა. ჯერჯერობით! საქართველო ერთ-ერთი უძველესი და პატივსაცემი ისტორიული ძალაა და შეუძლებელია, რომ ეს ძალა დამარცხდეს. ამაში დარწმუნებული ვარ. ოკუპანტი დამარცხდება. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს! დიდება უკრაინას!“- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.