პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იმეორებს, რომ ნებისმიერ ადამიანთან დისკუსიისთვის მზადაა, ნებისმიერ საკითხზე და ფორმატში. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, საჭიროა დიალოგი საზოგადოებასთან.

"ჩვენ გვჭირდება დიალოგი საზოგადოებასთან. ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ, მე კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო ჩემი შეთავაზება, საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს, ნებისმიერ ფორმატში, გნებავთ საჯარო დისკუსია თუ არასაჯარო, ვთავაზობ ასეთი ტიპის დისკუსიას. მინდა კიდევ ერთხელ შევთავაზო ყველა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს პროტესტის განცდა, შევხვდეთ ნებისმიერ ფორმატში. მზად ვარ ნებისმიერ ადამიანს შევხვდე ნებისმიერ ფორმატში. იმედი მაქვს, ახლა მაინც გაბედავენ კონკრეტული ადამიანები და მიიღებენ ამ წინადადებას.

საზოგადოებასთან დიალოგი უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ვართ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და უნდა ვესაუბროთ ხალხს. მზად ვართ საუბრისთვის როგორც ჩვენს მხარდამჭერებთან, ისე იმ ადამიანებთან, ვინც რადიკალურ ოპოზიციას დაუჭირა მხარი. შესაბამისად, თუ ვინმესთან დიალოგი შეიძლება შედგეს, ეს არის მხოლოდ ჩვენი საზოგადოება",- თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, 18 დღეა საქართველოში აქციები იმართება.

დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.  აქციის მონაწილეტა ნაწილი ითხოვს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთასორიშო გამოძიებას და ახალ არჩევნებს. 

ომბუდსმენის შეფასებით, სამართალდამცავი ორგანოებმა აქციის არაპროპორციული ძალის გამოყენებით შლიან მშვიდობიან აქციას მაშინ, როცა არ არსებობს მისი დაშლის და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი.

ყოველდღე აქციის მსვლელობისას მობილიზებულია სპეცდანიშნულების ბრიგადები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მასობრივად აკავებს აქციის მონაწილებს. ჩხრეკენ აქციის მონაწილეების სახლებს, ორგანიზაციებს. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები. მოქალაქეები პიროტექნიკის გამოყენებით ცდილობდნენ, თავი დაიცვან ძალოვნების შემოტევისგან. 

ტერორის მიზნით, განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან მშვიდობიან მოქალაქეებს და მედიას. 

შსს აქციის დასაშლელად იყენებს არაპროპორციულ ძალას.

დედაქალაქის გარდა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს რეგიონებშიც: ზუგდიდშიქუთაისში, ხაშურში, გორში, საჩხერეშიახმეტაში.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მასობრივი პროტესტი ეროვნულ დაუმორჩილებლობაში იზრდებამისივე შეფასებით სახეზეა პოლიტიკური კრიზისი. პრეზიდენტი ამბობს, რომ ის პოლიტიკურ პროცესებს სათავრეში ჩაუდგება, რადგან ახლა პრეზიდენტის აპარატი ერთადერთი დამოუკიდებელი, ლეგიტიმური ინსტიტუტია, რომელიც ქვეყანაში დარჩა.

საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა აშშ-მა, რაც, სპეციალისტების შეფასებით, ნიშნავს იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" ჰაერში დაკიდა ქვეყნის  თავდაცვისუნარიანობა, შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობა, განათლების პროგრამები და არაღიარების პოლიტიკა. 

მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ეკონომიკურ რისკებზე ალაპარაკდა ბიზნესი.  მთავრობის ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკურ საფრთხეზე დიდი ხანია საუბრობს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილიც. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები 10 მილიარდი დოლარის დონაციას ახდენენ საქართველოს ეკონომიკაში სხვადასხვა პროექტების დაფინანსებით, რომელთა შეწყვეტა ქვეყანას ეკონომიკურად დაანგრევს. 

ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემებს პროგნოზირებენ ფინანსისტებიც.

უფასურდება ლარი და სპეციალისტები ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას მომავალშიც პროგნოზირებენ, თუ მასზე პოლიტიკური წნეხი არ მოიხსნება.

მთავრობა ეკონომიკურ და ფინანანსურ პრობლემებს არ აღიარებს და ოპტიმისტურადაა განწყობილი

ნეგატიური მოლოდინები აქვს ექსპორტიორებს.

პოლიტიკური ესკალაციის სწრაფად განმუხტვის გარეშე, კრიზისს პროგნოზირებს ტურიზმის სფეროც და მისი მომიჯნავე სექტორები, ავიაციასტუმარ-მასპინძლობა და სხვა. 

დღეს, 14 დეკემბერს, 300 წევრისგან დაკომპლექტებულმა საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი აირჩია. ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობდა 225 ადამიანი მონაწილეობდა. ბათილად მხოლოდ ერთი ბიულეტენი ჩაითვალა. 224 ხმა მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო.

სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი, მიხეილ ყაველაშვილის, კანდიდატურა, რომელიც გახდა ქვეყნის რიგით მეექვსე და პირველი არაპირდაპირი წესით (ამერიკული მოდელი), საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტი.

არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.

ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება, შესაბამისად, ამჟამინდელ პრეზიდენტს, (დამოუკიდებელი საქართველოს მეხუთე და პირველ ქალ პრეზიდენტს) სალომე ზურაბიშვილს, უფლებამოსილება შეუწყდება.