მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ავიაკომპანია Azimuth-ის ვებგვერდზე ავიაბილეთები უკვე იყიდება. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
„ორშაბათს საღამოს „Azimuth Airlines“-ის ვებგვერდზე საქართველოს მიმართულებით ბილეთების გაყიდვა დაიწყო“, - აღნიშნავს მედია.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განაცხადა, რომ რუსულმა ავიაკომპანია Azimut-მა მოსკოვიდან თბილისში ფრენის ნებართვა მიიღო. ფრენები 17 მაისიდან კვირაში შვიდჯერ შესრულდება