NDI-ის უახლესი კვლევა ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის დაბალ ნდობაზეც მიუთითებს. მოქალაქეების 64 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიებიდან მათ ინტერესებს არცერთი არ წარმოადგენს. აღნიშნული მოსაზრება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერთა შორისაც გამოიკვეთა:

მოსახლეობის რეკორდულად დაბალი რაოდენობა - 24% ფიქრობს, რომ ქვეყანაში ერთი პოლიტიკური პარტია მაინც არსებობს, რომელიც მის ინტერესებს წარმოადგენს.

ქართული ოცნების მხარდამჭერთა 14 პროცენტი და ოპოზიციის მხარდამჭერთა 36 პროცენტი ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ წარმოადგენს.

ახალგაზრდები (18 -34 წლის მოსახლეობა) განსაკუთრებული სკეპტიკურობით გამოირჩევიან.

მოსახლეობის თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ ქართული ოცნება ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს; კიდევ უფრო მეტი ამბობს ამავეს არჩეულ ოპოზიციურ პარტიებზე.

ოპოზიციის მხარდამჭერთა ნახევარი ფიქრობს, რომ არჩეული ოპოზიციური პარტიები ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ.

უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, უმეტესობამ არ იცის, ვის მისცემდა ხმას.