ეკონომისტი ნოდარ სირბილაძე "კომერსანტთან" ეროვნული ბანკის ახალ გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის თანახმად ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს ბანკებში ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.
"ეროვნული ბანკის დღევანდელი პოზიცია კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ ეს ინსტიტუტი დამოუკიდებლად არ ფუნქციონირებს. ყოველი ეკონომიკური ლიტერატურა თანხმდება იმაზე, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაბალი დონე ხალხში უნდობლობას აჩენს, რაც შემდგომში საფრთხის შემცველია ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის.
ეროვნული ბანკი წინა წლებშიც მიკერძოებული იყო, როცა მთავრობის აქტიური ხარჯვის ფონზე მონეტარულ პოლიტიკას არ ამკაცრებდა. ამან კი ფასების სწრაფ ზრდას შეუწყო ხელი.
ყოველივე ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოში ფინანსურ სტაბილურობას, რომ აღარაფერი ვთქვათ პოლიტიკურ მიმართულებაზე", - ამბობს ნოდარ სირბილაძე.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ სებ-მა გამონაკლისი ბრძანება გამოსცა, რის მიხედვითაც სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.