2023 წლის 18 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში,საგარეო უწყების ხელმძღვანელი რუმინელ კოლეგას- ლუმინიცა ოდობესკუს შეხვდა.
მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ მჭიდრო,მეგობრულ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის განმტკიცებას.
ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მისაღებად საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ამ მიმართულებით რუმინეთის მიერ გაწეულ მხარდაჭერაზე გამახვილდა ყურადღება.
მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. განხილული იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.
საგარეო საქმეთა მინისტრმა რუმინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის.
ამასთან, შეხვედრაზე ხაზი გაესვა შავი ზღვის პოტენციალის სრულად ათვისების აუცილებლობას, მათ შორის, დაკავშირებადობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში. ამ კუთხით აღინიშნა რუმინეთში გაფორმებული შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების მნიშვნელობა.
ასევე აღინიშნა გაეროს ფარგლებში ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობა.
ილია დარჩიაშვილმა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტით მიიწვია.
აღსანიშნავია,რომ საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის,ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78- სესიაში მონაწილეობს. საქართველოს მთავრობის მეთაური გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
ილია დარჩიაშვილი რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი- სუს
ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა - რა საკითხები განიხილეს?
იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ – ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, არმიდა სალსია ალისჯაჰბანას შეხვდა
მაკრონმა ნიკოლა სარკოზის დაპატიმრებამდე ელისეის სასახლეში გაუმასპინძლდა