იაპონიაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ ლეჟავასა და მის მძღოლს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ელჩი Twitter-ზე წერს და თავდასხმის ამსახველ კადრებს ავრცელებს. 

თეიმურაზ ლეჟავას თქმით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ამ შემთხვევამ დიდი დაბნეულობა გამოიწვია. ძალადობა, როგორც თვითგამოხატვის საშუალება არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს ნებადართული“, - წერს ელჩი და მადლობას უხდის საგამოძიებო პროცესში ჩართულ პირებს.

იაპონური მედიის ცნობით, ინციდენტი იაპონიაში საქართველოს საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თავდამსხმელმა საკუთარი მანქანა საქართველოს ელჩის ავტომობილის წინ გააჩერა, მძღოლის მხრიდან მისი მანქანის კარი გამოხსნა და მგზავრების მანქანიდან გამოყვანა სცადა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.