საფრანგეთმა გრელანდიაში შესაძლოა ჯარები გააგზავნოს. მიზეზი ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარაა. შესაბამისი განცხადება  საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ Sud Radio-ს ეთერში გააკეთა. ბარომ ასევე აღნიშნა, რომ დანია, ამ ეტაპზე, იდეის განხორციელების აუცილებლობას ვერ ხედავს. 

"თუ დანია დახმარებას ითხოვს, საფრანგეთი მზად იქნება, ევროპის საზღვრები სუვერენულია, იქნება ეს ჩრდილოეთით, სამხრეთით, აღმოსავლეთით თუ დასავლეთით... არავის შეუძლია ჩვენს საზღვრებთან თამაში",- – განაცხადა ბარომ.

დანიის პრემიერ-მინისტრი, მეტე ფრედერიკსენი, ამჟამად საქმიან ვიზიტებს მართავს ევროპულ დედაქალაქებში, რათა მათთან ერთად ტრამპის მიერ გაჟღერებული მუქარები განიხილოს.

შესაბამისი ვიზიტით ფრედერიკსენი ნატოს გენერალურ მდივანს უკვე შეხვდა. მოდმევნო ეტაპზე კი  შეხვედრები  გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთანაა ჩანიშნული.

ბაროს თქმით, ევროკავშირის სხვა საგარეო საქმეთა მინისტრები დანიას მხარს უჭერენ და მზად არიან, გრელანდიაში ჯარების გაგზავნის საკითხი განიხილონ, თუმცა მანვე აღნიშნა, რომ ეს საჭიროება სავარაუდოდ, არ დადგება.

წყარო