ელჩი დეგნანი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების უწყვეტი მხარდაჭერა GBA-სადმი, რომელიც საქართველოში კანონის უზენაესობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენს.

ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო სააგენტოები მხარს უჭერენ GBA-ს მისი დაარსების დღიდან, 2005 წლიდან. ამ მხარდაჭერამ საშუალება მისცა GBA-ს მიეღწია შთამბეჭდავი პროგრესისთვის ბოლო ათწლეულის განმავლობაში. GBA-მ საქართველოს საზოგადოებას სთავაზობს ეთიკის ეფექტურ პროცედურებს, უწყვეტ იურიდიულ განათლებას და ადვოკატთა მნიშვნელოვან გამოცდას.