ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ი ხდება.

შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და ის ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს.

როგორც ინიციატორები განმარტავენ, მიზანშეწონილია მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირი გახდეს, რითაც “მეტად ეფექტიანად იქნება უზრუნველყოფილი სასარგებლო წიაღისეულის მართვა, გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების პრევენცია და გარემოსთვის მიყენებული ზიანის შერბილება“.

www.interpressnews.ge