"თითოეული ჩვენგანმა, ვინც მონაწილეობას ვიღებთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში, მთავარი აქცენტები გავაკეთოთ, როგორც აქამდე იყო, რომ ჩვენი ქვეყანა იმსახურებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, – ასე შეაფასა საგარეო საქმეთა მინისტრმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი.
დარჩიაშვილის თქმით, ძალიან ცოტა დარჩა, რომ რეკომენდაციების შესრულება დასრულდეს.
„არსებობს რაღაც აქტივობები, რომელიც განსაზღვრა ევროპულმა საბჭომ, ევროკომისიამ. ჩვენ ამისთვის აქტიურად ვმუშაობთ, საქართველოს პარლამენტს ჰქონდა ძალიან ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი წელი, მიღებულ იქნა 80-ზე მეტი ახალი კანონი, რომელიც იყო გამოძახილი სწორედ იმ 12 რეკომენდაციის.
ჩვენ დაგვრჩა ძალიან ცოტა, რომ დავასრულოთ რეკომენდაციების შესრულება და დავიწყოთ პროცესი, რომ საქართველომ საბოლოოდ მოიპოვოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი, რაც ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე იქნება ახალი ნაბიჯი, ახალი ფაზა, რომელიც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს საბოლოო, სრულფასოვან წევრობამდე“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
შეგახსენებთ: ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს.
ძალიან ცოტა დაგვრჩა, რომ რეკომენდაციების შესრულება დავასრულოთ - ილია დარჩიაშვილი
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
თუ გსურს „ტრამპ თაუერი“ ააშენო ან ქუჩას ტრამპის სახელი დაარქვა, კარგი. მაგრამ, „სად არის კონკრეტული შედეგი?“ ეს არის, რაც ტრამპს ნამდვილად აინტერესებს - „ჰერიტიჯის ფონდის“ პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი
“საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს” - ირაკლი კობახიძე იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
„ყველაფერს მივეჩვიეთ უკვე, არ არის საინტერესო ასეთი რეზოლუციები არც ევროსაბჭოში, არც ევროპარლამენტში“ – ირაკლი კობახიძე
ირანი თანდათანობით გაიხსნება დანარჩენი სამყაროსთვის, რომელი ქვეყანაც დაასწრებს ირანთან ურთიერთობას, ის მოიგებს - თორნიკე შარაშენიძე