გრენლანდია არ იყიდება , - ამის შესახებ დანიის ავტონომიური ტერიტორიის, კუნძული გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მუტე ეგედემ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ კომენტარზე საპასუხოდ.
„გრენლანდია ჩვენია. ჩვენ არ ვიყიდებით და არც არასდროს გავიყიდებით. თავისუფლებისთვის ჩვენს ხანგრძლივ ბრძოლაში არ დავმარცხებით“, - განაცხადა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა.
კვირას, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დანიაში ელჩად კენ ჰაუერი წარადგინა და აღნიშნა, რომ გრენლანდიაზე კონტროლი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის აუცილებელი იყო.
„ეროვნული უსაფთხოებისთვის და მთელ მსოფლიოში თავისუფლებისთვის, აშშ თვლის, რომ გრენლანდიაზე საკუთრების უფლება და კონტროლი აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენს“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.
ipn.ge