დღეს, 1-ელ მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მინისტრები დღეს 8 საკითხს განიხილავენ.

  • საქართველოს კანონის პროექტი „ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” - მომხსენებელი: ო. შამუგია
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჩვენი ფერმისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 მარტის №365 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ” - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფრასტრუქტურული განვითარების ცენტრისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 დეკემბრის №2473 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და ა(ა)იპ - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფრასტრუქტურული განვითარების ცენტრის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „ა(ა)იპ - საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე” - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის უძრავი ნივთების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“ -მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს „მაინინგ გრუპ“-ის (ს/კ 446970608) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე” -მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
  • საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტები „პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ” (5 პროექტი) მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების თაობაზე - მომხსენებელი: ო. შამუგია