საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 14:00 საათზე მინისტრთა კაბინეტის სხდომაა დაგეგმილი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართება.
მინისტრები სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 6 საკითხს განიხილავენ:
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ” - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „მანგანეზ ინდასთრისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 აპრილის №559 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „მანგანეზ ინდასთრის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის უძრავი ნივთების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე” - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე” - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი