დღეს, 10 ივლისს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება. მინისტრები 5 საკითხზე იმსჯელებენ.

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,დავით დვალიშვილის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე” მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის N1012 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე” მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

  • საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტები ,,პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ” (4 პროექტი) მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი.

  • საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტები „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ მომხსენებელი: ზ. აზარაშვილი.

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „ა(ა)იპ - საქართველოს სოლიდარობის ფონდის მიერ სამედიცინო დაწესებულებებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების მოწონების თაობაზე’’ მომხსენებელი: ზ. აზარაშვილი