სალომე ზურაბიშვილი facebook პოსტით გამოეხმაურა იმ ახალგაზრდებს (აქციის მონაწილეებს), რომლებიც პრეზიდენტის სასახლესთან მივიდნენ. 

„ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს შენი ქვეყნის ახალგაზრდეობა, ქვეყნის მომავალი, რომ მადლობის სათქმელად მოდის პრეზიდენტის სასახლესთან.

მეც მადლობას გიძღვნით, რომ ხართ თავისუფალნი და ღირსეულნი, ძლიერნი და მართალნი.

არ მეშინია, თქვენ ხელში ეს ქვეყანა იქნება ევროპულიც, დემოკრატიულიც, და რაც მთავარია დამოუკიდებელი და ძალიან ქართული. ამ გზას გავივლით ერთად!“ - აღნიშნულია პრეზიდენტის facebook პოსტში.