გერმანიაში, კორპორატიული გაკოტრების რაოდენობა წლის პირველ ნახევარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.7%-ით გაიზარდა, ხოლო მოთხოვნების საერთო რაოდენობა შემცირდა, - აამის შესახებ ფედერალურმა სტატისტიკის სამსახურმა პარასკევს განაცხადა.
ივნისში ადგილობრივმა სასამართლოებმა კორპორატიული გაკოტრების 2,266 საქმე დაარეგისტრირეს, რაც წინა წელთან შედარებით 15.8%-ით მეტია. მომხმარებელთა გაკოტრების საქმეების რაოდენობა 5.1%-ით გაიზარდა და 6,839-ს მიაღწია. წლის პირველ ნახევარში ზრდამ 2.4% შეადგინა.
2026 წლის იანვრიდან ივნისამდე, კორპორატიული გაკოტრების 12 812 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2013 წლის შემდეგ, როდესაც წლის პირველ ნახევარში 13 253 შემთხვევა იყო რეგისტრირებული.