ეროვნული ბანკის მიერ ოთარ ფარცხალაძის სასარგებლოდ მიღებულ ცვლილებებს ყოფილი სახალხო დამცველი ეხმაურება. ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს, რომ ცენტრალური ბანკის ქმედება მძიმე სანქციებს გამოიწვევს. 

"მოკლედ, რა იქნება ამის შემდეგ: ამერიკული სანქციების გვერდის ავლა ქვეყნის საბანკო სისტემის მიერ იწვევს გარდაუვალ და უფრო მძიმე სანქციებს. ეს სანქციები უკვე შეეხებათ არა მხოლოდ ფარცხალაძისნაირ რუსეთის აგენტებს, არამედ, მთლიანად საბანკო სისტემას, ბიზნესს, რიგით მოქალაქეებს. ის რომ ევროკავშირის სტატუსი ცხვირწინ გამოგვაცალეს არ ეყოთ და ახლა იზოლირებულ და დასანქცირებულ ქვეყნად უნდათ რომ გვაქციონ!"- წერს ნინო ლომჯარია facebook გვერდზე და ნათია თურნავასგან გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანასაკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა ბრძანება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებისთვის დადგინდა გამონაკლისი. 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა ბრძანება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებისთვის დადგინდა გამონაკლისი. ამ გადაწყვეტილებით ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ანგარიშები ქართულ ბანკებში აღდგება.