შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან თურქულ გემს რუსული დრონი მოხვდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის 2 წევრი დაიღუპა, მათ შორის გემის კაპიტანი. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც დაადასტურა.

გემს უკრაინული მარცვლეული იტალიაში გადაჰქონდა. ეკიპაჟის კიდევ 11 წევრი გადაარჩინეს.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გემზე აზერბაიჯანისა და ინდოეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.