ირაკლი ღარიბაშვილმა სტუდენტების დავალიანების განულებასთან დაკავშირებით უნივერსიტეტების პოზიციაზე კომენტარი გააკეთა და საქართველოს უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი და აგრარული უნივერსიტეტი გააკრიტიკა.
„ჩვენ უნივერსიტეტებს შევთავაზეთ, პირდაპირ არჩევანი დავუყენეთ, რომ შეუძლიათ მათ ჩამოაწერონ, ან არ ჩამოაწერონ, არჩამოწერის შემთხვევაში ჩვენ შევიძენდით მათ ე.წ დავალიანების პორტფელს. ასეც მოხდა რამდენიმე კერძო უნივერსიტეტის შემთხვევაში. მაგრამ რაც ყველაზე საინტერესოა, ყველაზე მეტს ვინც ხმაურობდა, ნაცმოძრაობა, თითქოს ძალიან აღელვებდა სტუდენტების ბედი, სააკაშვილის დედის უნივერსიტეტმა უარი გვითხრა ჩვენ რომ ჩამოეწერა სტუდენტებისთვის დავალიანება და მეორე იყო ბენდუქიძის უნივერსიტეტი. ჩვენ მათ შევთავაზებთ, რა თქმა უნდა, რომ ვიყიდით ამ დავალიანებას და ავუნაზღაურებთ. ამაშიც გამოჩნდა როგორ ზრუნავენ ისინი სტუდენტებზე.“- განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ამაშიც გამოჩნდა როგორ ზრუნავენ ისინი სტუდენტებზე“ - ღარიბაშვილმა საქართველოს უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი და აგრუნი გააკრიტიკა
ყველას ურჩევნია, მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის - ირაკლი კობახიძე
ავსტრიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერს, ჰერბერტ კიკლს კოალიციური მთავრობის ფორმირება დაავალა
ჯასტინ ტრუდო კანადის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი გადადო
რუსულმა კანონმა გამჭვირვალობა და ღია მმართველობა შეიწირა - "ფლანგვის დეტექტორი"
7-9 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი
1736229600