პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე გელა სამხარაული დაამტკიცეს.
გელა სამხარაული მე-8, მე-9, მე-10 და უკვე მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრია. 2012-2016 წლებსა და 2016-2020 წლებში ის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. მე-10 მოწვევის პარლამენტში კი ,,ქართული ოცნების“ პარტიული სიით მოხვდა.
წინა მოწვევის პარლამენტში გელა სამხარაული აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა. ასევე იყო დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი.