რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით სიხშირეების რაოდენობას ზრდის.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, 5 ივლისიდან Azimuth Airlines-ი მოსკოვი თბილისი მოსკოვის საჰაერო ხაზზე ფრენებს დღეში 2 სიხშირით განახორციელებს.
დღეისათვის ავიაკომპანია ,,ვნუკოვოს" აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით დღეში ერთ რეისს ასრულებს.
დღეში მეორე რეისის დამატება მოხდება საღამოს ,,ვნუკოვოს" აეროპორტიდან. რეისი ადგილობრივი დროით 18:00 საათზე შესრულდება, ხოლო თბილისიდან 23:30 საათზე.