მარკ ზუკენბერგი გრაფიკულ დიზაინერებს პროფესიის მოკვდინებას უსამძიმრებს. ხელოვნურ ინტელექტს წამებში შეუძლია ლოგოს ვარიაციები უფასოდ შეგიქმნათ. ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ.

აქ, ამ ქვეყანაში მქონდა რამდენიმე პროფესიონალთან დისკუსია და მეკამათნენ და ეცინებათ ჩვენს პროფესიას ხელოვნური ინტელექტი ვერ შეეხებაო. რომ დამერწმუნებინა რას უზამდა, ინფარქტი ჩამოუქროლებდა უეჭველი. ჩამონათვალში როცა გადავამოწმე პირველი მათი პროფესია და საქმიანობის სფერო იდგა სწორედ, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი გადააშენებს.

ხელოვნური ინტელექტი თავად არ არის საშიში და პრობლემა. პრობლემა არის დასაქმებისგან გამოთავისუფლებული გონება, ახალი რეალობა, რომლისთვისაც არ არის ადამიანის ინტელექტი ჯერ მზად და სამყაროს შემეცნების და შემოქმედის აღქმის ძალიან დაბალი დონე. შედეგები უსწრაფესი იქნება, ყველა მოესწრებით, ვინც ამას კითხულობთ. ამიტომ, - ყურადღებით საშიში არაფერია - გამოწვევებთან გამკლავება საინტერესო ცხოვრებაა.

ავტორი: გიორგი მიქანაძე - ეკონომიკის ექსპერტი