ბოლო წლებში მეგობრები სულ უფრო ხშირად მირეკავენ და მეკითხებიან: „როგორია ცხოვრება საქართველოში? როგორი ქვეყანა? რა საფრთხეები არსებობს, რისი იმედი უნდა ჰქონდეთ უცხოელ ემიგრანტებსა თუ ინვესტორებს? რეკავენ რუსეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან და ჩინეთიდანაც კი.

ასეთი ინტერესი გასაკვირი არ არის: საქართველო დღეს და პოტენციურად მომავალშიც სიმშვიდისა და თავისუფლების კუნძულია მის გარშემო გამძვინვარებულ ზღვებს შორის. მეგობრების შეკითხვებზე პასუხისას დავფიქრდი, მართლაც, როგორი ქვეყანაა დღეს საქართველო და იდეალურ შემთხვევაში, როგორი ქვეყანა შეიძლება/უნდა გახდეს? ერთად ვიმსჯელოთ ამ თემაზე.  დასაწყისისთვის კი ჩამოვაყალიბოთ თუ რით განსხვავდება საქართველო სხვებისგან. ესაა ქვეყანა ძალიან პატარა ტერიტორიითა და მცირე მოსახლეობით, განსაკუთრებით ისეთი უზარმაზარი მეზობლების ფონზე, რომლებსაც საქართველო ვერ შეედრება ვერც  ტერიტორიით, ვერც მოსახლეობით და ვერც სამხედრო თუ ეკონომიკური პოტენციალით. საქართველო გარშემორტყმულია მეზობლებით, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში დამშეული უყურებდნენ (და არა მარტო უყურებდნენ) პატარა, მაგრამ ძალიან გემრიელი ლუკმას;

  • ქვეყანა მრავალეროვანია და მრავალკონფესიური, რომელსაც ეროვნული შემწყნარებლობისა და რელიგიის თავისუფლების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს.
  • საქართველოს აქვს შესანიშნავი ბუნებრივი და კლიმატური პირობები, თუმცა არ აქვს სამრეწველო ნედლეულის მნიშვნელოვანი რესურსები (რამდენიმე გამონაკლისის გარდა);
  • ქვეყანა თავისი მდებარეობით ევროპა-აზიის მთავარი გზების გზაჯვარედინზე, განკუთვნილია სატრანზიტო მოძრაობისთვის.

ასეთ სასტარტო პირობებით საქართველო შეიძლება  მსოფლიოს მხოლოდ ერთ ქვეყანას შევადაროთ და სხვა იდეალური არჩევანი არც გვაქვს, გარდა იმისა, რომ ვისწრაფოდეთ გავხდეთ კავკასიური შვეიცარია.

ნეიტრალიტეტამდე, რომელიც 1815 წელს ქვეყანას ვენის კონგრესმა მიანიჭა, შვეიცარიას გლეჯდნენ მეზობლები - ძველი რომი, საღვთო რომის იმპერია, საფრანგეთი, იტალია, ავსტრია-უნგრეთი და გერმანია. შვეიცარიამ ასევე გამოიარა სამოქალაქო ომები, მათ შორის რელიგიური.

მაგრამ თანამედროვე სამყაროში შვეიცარია არის სახელმწიფო, რომელიც არ ერევა საერთაშორისო კონფლიქტებში და ყველა შვეიცარიელს აძლევს  მსოფლმხედველობის, პოლიტიკური შეხედულებების, სიტყვისა და რელიგიის თავისუფლების გარანტიას.

ქვეყანაში მედია თავისუფალია და არ არსებობს ცენზურა. ორსაუკუნოვანი ნეიტრალიტეტის შემდეგ, შვეიცარია არის მშვიდობისა და სიმშვიდის აღიარებული ბასტიონი, სადაც არ არის ტერორიზმი, ესაა მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა ძლიერი და დივერსიფიცირებული ეკონომიკით.

შვეიცარია მრავალეროვანია. ქვეყანას ოთხი ოფიციალური ენა აქვს. გერმანულად ლაპარაკობენ 18 კანტონში, ფრანგულად 4-ში, იტალიურად 1-ში, ფრანგულად და გერმანულად 3-ში.  მოსახლეობის 0,5%-ზე ნაკლები საუბრობს რელიქტურ რომაულზე (ერთგვარი ნაზავი ლათინური წარმოშობის ფრანგულისა და იტალიურის). შვეიცარიაში ენების ასეთი მრავალფეროვნება დაკავშირებულია მრავალსაუკუნოვან ისტორიულ მოვლენებთან და ამ ქვეყანაში უცხოელთა მასობრივ ემიგრაციასთან. შვეიცარია მრავალრელიგიურია. კათოლიკეები და პროტესტანტები ჭარბობენ, მაგრამ არსებობს ყველა რელიგია, მათ შორის ისლამი და იუდაიზმი. 7 მილიონიან ქვეყანაში თითქმის ნახევარი მილიონი მუსლიმია.


შეიძლება საქართველო კავკასიის შვეიცარია გახდეს? და არც აქვს მას სხვა არჩევანი. რა არის ამისთვის საჭირო? უპირველეს ყოვლისა, დარჩეს სიმშვიდის ოაზისად ძალიან პრობლემურ რეგიონში. ეს არ არის ადვილი იმ სიტუაციაში, როდესაც შენი ტერიტორიის 20% მეზობელს აქვს ოკუპირებული. მიუხედავად ამისა, საქართველოსთვის, ჩემი აზრით, მთავარია შეინარჩუნოს თავისი მთავარი უნიკალური კონკურენტული უპირატესობა: ეროვნული და კონფესიური ტოლერანტობა, აზრის, სიტყვისა და რელიგიის თავისუფლება, შეინარჩუნოს კომფორტული სოციალური და ბიზნესს გარემო იმ ემიგრანტებისა და უცხოელებისთვის, რომლებსაც შეუყვარდათ საქართველო და მზად არიან გახდნენ მისი ნაწილი. ამის შემდეგ მათთვის უნდა შენარჩუნდეს კომფორტული ენობრივი გარემო. შვეიცარიაში ოთხი ოფიციალური ენის არსებობა საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნის ყველა მკვიდრი ყველა ენაზე საუბრობს. შვეიცარიის თითოეულ კანტონს აქვს უფლება გადაწყვიტოს, რომელი ენა შეიტანოს სასკოლო პროგრამაში და რამდენად ინტენსიურად შეისწავლოს ის. დღეს შვეიცარიის იმ ნაწილში, სადაც გერმანულად ლაპარაკობენ, სკოლებში  უპირატესობა ენიჭება ფრანგულის შესწავლას,  ფრანგულენოვან შვეიცარიაში კი პირიქით, გერმანულს.  კომუნიკაციის საერთო ენა კი  ინგლისურია, რომელიც არ არის სახელმწიფო ენა, თუმცა ისწავლება ყველა კანტონის ყველა სკოლაში.

რატომ ეს ანალოგია? ოთხწლიანი არყოფნის შემდეგ საქართველოში აპრილში დაბრუნებულმა (ვმუშაობდი ჩინეთში, შემდეგ ყაზახეთში) სამწუხაროდ აღმოვაჩინე,  რომ ახალი თაობისთვის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში რუსული ენა ქრება ყოველდღიურობიდან.

რესტორნებში, მაღაზიებში, ქუჩაში სულ უფრო და უფრო ურჩევნიათ ინგლისურად საუბარი.

ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ინვესტორს კომფორტი უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ენასთან - ქართული, რუსული, თურქული, ინგლისური, შესაძლოა სპარსული და ჩინური. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვსაუბრობთ პოტენციური ინვესტორების და/ან ემიგრანტების ყველა ენის ოფიციალურად გაფორმებაზე.

უცხოელს, რომელმაც საქართველო აირჩია  როგორც სიმშვიდისა და მშვიდობის ოაზისად, სურს დარწმუნებული იყოს თავისი ოჯახის მომავალში, ქონებასა და ინვესტიციებში. ამას ხელსაყრელი სავიზო რეჟიმი და სტაბილური საიმიგრაციო კანონები უზრუნველყოფს. საქართველოს სახელმწიფო ამ მიმართულებით ბევრს აკეთებს, მაგრამ ხდება ხოლმე სამწუხარო კონტრპროდუქტიული ჩავარდნები.

2013-2014 წლებში სავიზო რეჟიმის ცვლილებამ ზოგიერთი ქვეყნისთვის და პირველ რიგში ირანისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებამ სერიოზული ზიანი მიაყენა საინვესტიციო ნაკადებს და ასევე ხელი შეუწყო უძრავი ქონების ბაზრის დეპრესიას, რადგან ირანელებმა დაიწყეს შეძენილი აქტივების მასობრივი გატანა, უძრავი ქონების გაყიდვა თბილისსა და ბათუმში. ეს შეცდომები გამოსწორებულია, მაგრამ პროგნოზირებადი, სტაბილური და კომფორტული სავიზო რეჟიმი დემოკრატიული, ლოგიკური და გააზრებული საიმიგრაციო კანონით რჩება საქართველოს მიმზიდველობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პირობად. ამ საკითხში ძალიან ფრთხილი და თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ. უცხოელი ინვესტორის მოზიდვის კიდევ ერთი პირობაა ბიზნესკლიმატის პროგნოზირებადობა და გრძელვადიანი საინვესტიციო კანონმდებლობა. თუმცა ეს ცალკე დიდი თემაა დამოუკიდებელი საუბრისთვის.

შვეიცარია გახდა შვეიცარია, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ისტორიულად ეს იყო ემიგრანტების ქვეყანა, რომლებმაც შეკრიბა ყველაზე გამოცდილი, შრომისმოყვარე, ინტელექტუალური და ნიჭიერი ხალხი. და ხშირად მდიდრებიც, თუმცა როგორც წესი ისეთები, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში განიცდიან შევიწროებას განიცდიდნენ. უნებურად, ანალოგიები წარმოიქმნება საქართველოს გარშემო მყოფ ქვეყნებში ბოლო წლების მოვლენების განუწყვეტელ ტურბულენტობასთან. ომი, რომელიც 2022 წლის თებერვალში დაიწყო, დიდი უბედურებაა ყველასთვის, ვისაც ის შეეხო. მეშინია ცინიკურად არ გამომივიდეს, მაგრამ ვიტყვი, რომ ამით საქართველოს ეკონომიკამ სარგებელი ნახა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპები, ასევე საგადასახდელო ბალანსის მაჩვენებლების გაუმჯობესება ლარის მუდმივ გამყარებასთან ერთად (შესაძლოა უკვე გადაჭარბებული) რუსეთიდან და უკრაინიდან ემიგრანტების ნაკადთან პირდაპირ კავშირშია.

ქირისა (43%-ით ზრდა 2023 წლის ივნისში 2022 წლის ივნისთან შედარებით) და უძრავი ქონების ფასების (ამავე პერიოდში ახალი ბინების 28%-ით გაძვირება).გაძვირების გამო ჩამოსულების გაკრიტიკება არ ღირს.  ეს გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში მხოლოდ რუსებმა  10 000-მდე ბინა იყიდეს საქართველოში. ფასები ბუნებრივია გაიზარდა მოთხოვნის ამ მატებასთან ერთად, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს კარგია საქართველოსთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის. დეველოპერები გაასწორებენ ანგარიშებს  ბანკებთან, დაიწყებენ ახალ პროექტებს, შექმნიან ახალ სამუშაო ადგილებს და ჯაჭვური ეფექტით მთელი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ახალ იმპულსს მისცემენ. სწორედ  მშენებლობა ხდება ყოველთვის ეკონომიკის საწყისი. 2023 წლის მხოლოდ პირველ 5 თვეში, გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა წლიურ ჭრილში 124%-ით გაიზარდა. საშუალოვადიან პერსპექტივაში ახალი მშენებლობების ასეთმა დინამიკამ უძრავი ქონების ფასების შემცირება უნდა გამოიწვიოს.

კიდევ ერთი მაჩვენებელი: გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში ინდმეწარმედ საქართველოში რუსეთის 20 000-ზე მეტი მოქალაქე დარეგისტრირდა. ეს არის უმთავრესი, რადგან, ჩემი აზრით, საქართველოს სჭირდება არა იმდენად ფულის შემოდინება, რამდენადაც  ექსპერტიზა კონკრეტულ ბიზნესში,  საბაზრო გარემოში მუშაობის გამოცდილება, ბიზნეს-გეგმარება, საბაზრო ეკონომიკის კანონების გაგება. სხვათა შორის, ემიგრანტების კვალდაკვალ ქვეყანაში შედის ფულიც. 2022 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილების სახით საქართველოში დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი გაიგზავნა (ხუთჯერ მეტი, ვიდრე 2021 წელს).

საქართველოს მთავრობას არა მხოლოდ შეუძლია, არამედ უნდა გამოიყენოს ემიგრანტების შემოდინება საქართველოს ეკონომიკაში არსებული ბარიერის დასაძლევად. მაგალითად, კვალიფიციური კადრების მწვავე დეფიციტის პრობლემის გადასაჭრელად. რატომ არ უნდა ავიღოთ მაგალითი ავსტრალიიდან ან კანადიდან, რომლებიც პროფესიების გრძელი სიის მიხედვით პროფესიული საიმიგრაციო პროგრამების ფარგლებში ჯერ კიდევ იწვევენ სპეციალისტებს? და  არ ეძებთ პრობლემის სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტას მართული და კონტროლირებადი პროფესიული იმიგრაციის გზით. მიიღეთ სპეციალური პროგრამა და მიიღეთ მზა აგრონომები და ინჟინრები, ექიმები და მეცნიერები, გამოცდილი ადმინისტრატორები და მენეჯერები, კვალიფიციური ელექტრიკოსები და სანტექნიკოსები უფასოდ. ან თითქმის დანახარჯის გარეშე,  ჩამოსული სპეციალისტებისთვის სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებების გატარება, რაშიც ქართველი ბიზნესის მფლობელები სიამოვნებით გადაიხდიან.

ამჯერად სულ ეს არის, მომავალში განვიხილავთ:

  • რატომ არ არის საქართველო ჯერ კიდევ შვეიცარია?
  • და რა ეკონომიკური სტრატეგია გადააქცევს საქართველოს შვეიცარიად?

ანდრეი მაქსიმოვი - მეცნიერი, ჟურნალისტი, «Коммерсант NEWS»სა და  “Caucasus Business News” საავტორო ბლოგების ავტორი.