უკრაინამ რუსეთში, სარატოვის ნავთობქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა. სარატოვის რეგიონი უკრაინის საზღვრიდან 750-800 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. იერიშის შედეგად ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმაც დაადასტურა.

3 ნოემბერს, დილის საათებში სოციალურ ქსელში გავრცელდა თავდასხმის ამსახველი ვიდეოები, სადაც საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა და ცაში აფეთქებები ჩანდა.

პრორუსული Telegram არხების მიხედვით, აფეთქებები რამდენიმე საათის გაანმავლობაში გაგრძელდა.

ზიანის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.

სარატოვის ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის ერთ-ერთი უძველესი ასეთი დაწესებულებაა, რომელშიც წელიწადში საშუალოდ 4.8 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება ხდება.

მანამდე, უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა (ССО) რუსეთში, სარატოვის ქარხანაზე იერიში 16 სექტემბერსაც მიიტანა.