ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შედგება პრემიერ-მინისტრების შეხვედრა, რაც პოლიტიკურად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა საკითხების განხილვებისთვის და ურთიერთობების გაძლიერებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჩინეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში ჩინეთსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერება რამდენიმე შეთანხმებას სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. „ჩინეთში ხორციელდება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი. შანხაიში გაიმართება გამოფენა, რომელშიც საქართველო მიიღებს მონაწილეობას, როგორც საპატიო სტუმარი. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა საქართველოსა და ჩინეთის ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად და გასაღრმავებლად. ამ გამოფენის ფარგლებში შედგება პრემიერ-მინისტრების შეხვედრა, რაც პოლიტიკურად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა საკითხების განხილვებისთვის და ურთიერთობების გაძლიერებისთვის. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება რამდენიმე შეთანხმებას, ჩინეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. ეს ვიზიტი იქნება კარგი შესაძლებლობა, ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შედგება პრემიერ-მინისტრების შეხვედრა, რაც პოლიტიკურად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა საკითხების განხილვებისთვის და ურთიერთობების გაძლიერებისთვის - მაკა ბოჭორიშვილი
საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება - ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი
ჩინეთი ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფოა - ირაკლი კობახიძე
ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ, შესაძლოა, ონლაინ არჩევნების ჩატარება განიხილოს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მეორე დეკადა შავ ლაქად დარჩება მის ისტორიაში - ირაკლი კობახიძე
საქართველომ უვიზო მიმოსვლის მხრივ გაცემული რეკომენდაციებიდან თითქმის არცერთი არ შეასრულა - ევროკომისია