ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ გერმანიისგან დამატებით სარაკეტო სისტემა Patriot-ები მიიღო.

"დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი საჰაერო თავდაცვა გაძლიერებულია, უკრაინას აქვს მეტი Patriot-ის ტიპის სისტემები. მინდა მადლობა ვუთხრა კანცლერ მერცსს, გერმანიას და ყველას, ვინც გვეხმარება". – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მთელი ტერიტორიისთვის მეტი სისტემა არის საჭირო. მეტი Patriot-ების ქონის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება საკვანძო ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და ქალაქების დაცვა.

"მომავალ კვირას ყველა პარტნიორთან შეხვედრას ვგეგმავთ, სადაც წარმოვადგენთ ხარჯებს, ყველა შესაძლო ვარიანტებს, რომლებიც საკმარისად სანდო საჰაერო თავდაცვის სისტემებს უზრუნველყოფს". – დაამატა ზელენსკიმ.